პრალინეს ნაკრები მარილიანი კარამელი

პრალინები მარილიანი ტოფის შიგთავსით (54%) რძიან შოკოლადში.
ნამდვილი აღმოჩენა კარამელის მოყვარულთათვის. არომატული ტოფის ნაზი კრემი, ოსტატურად დაბალანსებული მარილის დანამატით, დაფარული რბილი რძიანი შოკოლადით — ეს არის დახვეწილი და მრავალშრიანი ტკბილეული, რომელიც დაუვიწყარ გემობს შეგძენთ.

28.70

მარაგში

სურვილებში დამატება.
კატეგორია:

ტიპი: შოკოლადის ნაკრები
ბრენდი: Niederegger
ქვეყანა: გერმანია
კვებითი ღირებულებები 100გრ-ზე: 
ენერგია 499კჯ/2092კკალ; ცხიმები- 28.2გრ, აქედან გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები 17.6გ; ნახშირწყლები 55.8გრ, აქედან შაქარი 53.5გ; პროტეინი 4.5 გ; მარილი 0,72გრ.
ალერგენები: 
შეიძლება შეიცავდეს რძეს, თხილს, სოიოს.
წონა: 
100გ
ინგრედიენტები: მოუხდელი რძის შოკოლადი 46% (შაქარი, კაკაოს კარაქი, მოუხდელი რძის ფხვნილი, კაკაოს მასა, ემულგატორი: ლეციტინები (სოია), ვანილის ექსტრაქტი), თეთრი შოკოლადი (შაქარი, კაკაოს კარაქი, მოუხდელი რძის ფხვნილი, ემულგატორი: ლეციტინები), ვანილის ექსტრაქტი), ირისი 16% (გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი, ტკბილი შესქელებული რძე, კარაქი, შაქარი, წყალი, მარილი), შაქარი, ნახევრად უცხიმო შედედებული რძე, გლუკოზის სიროფი, ბუნებრივი არომატიზატორი, სუფრის მარილი 0,4%, კარამელის სიროფი, ჰუმექტანტი: ინვერტაზი.

Niederegger-ის საოჯახო ბიზნესის ტრადიციაა, მარციპანის საიდუმლო თაობიდან თაობას გადაცემა. არომატული და უმაღლესი ხარისხის ნუში Niederegger-ის მარციპანის მთავარი ნედლეულია. მზით გაჯერებული ნუში ხასიათდება თავისებური ტკბილი და კაკლის მსგავსი გემოთი.

თაობების განმავლობაში, მიღებული ნუშის პასტა იხარშებოდა ღია ცეცხლზე სპეციალურ ქვაბებში. სწორედ ასე ყალიბდება ის უნიკალური არომატი, რომელიც Niederegger-ის მარციპანს მსოფლიო მასშტაბით განთქმულს ხდის.