Sweetbar-ის შესახებ

ჩვენ წარმოვადგენთ შოკოლადისა და ტკბილეულის მოყვარულთა პატარა გუნდს. მცდელობისას შეგვეთავსებინა ერთმანეთისთვის შოკოლადისადმი გატაცება და სწრაფვა ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ, აღმოვაჩინეთ რამოდენიმე ბრენდი, რომლიც სწორედ ისეთ პროდუქტს აწარმოებს, რომელთა მეშვეობით დაუფიქრებლად არის შესაძლებელი ტკბილეულით ტკბობა თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყეენბის გარეშე.

გვსურს ჩვენი აღმოჩენები და ხარისხიანი პროდუქციისადმი სიყვარული გავუზიაროთ მათ ვისაც ასევე ვერ და არ წარმოუდგენია ცხოვრება ტკბილეულის გარეშე.

ჩვენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ სხვადასხვა ტკბილეულის მხოლოდ საუკეთესო მწარმოებლებს, რის შემდეგაც უზრუნველვყოფთ ქართველი მომხმარებლებისთვის ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტებზე წვდომას.

ამ ეტაპზე, ჩვენ ვახორციელებთ სამი უნიკალური ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოში: ლიუბეკის ლეგენდარული მარციპანი- Niederegger (ნიდერეგერ), გამორჩეული შეფუთვისა და პრემიუმ ხარისხის შოკოლადები ბარსელონიდან – Chocolate Amatller და პასტილას აბები და მარმელადები იტალიიდან – Pastiglie Leone

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიგნებით და სიამოვნებით გიზიარებთ მას.

სვითბარი – ეს არის შოკოლადი და კიდევ უფრო მეტი.

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი აღმოჩენები.

 

Niederegger-ის შესახებ

Niedereger-ის ტკბილეულის წარმოების ხანგრძლივი ტრადიცია უცვლელად არის შენარჩუნებული 1806 წლიდან. კომპანიის მმართველობაში ერთი ოჯახის უკვე მეშვიდე და მერვე თაობაა, რომელთაც 200 წელზე მეტია, რაც ურყევი სურვილი ამოძრავებთ, შექმნან მსოფლიოში საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის მარციპანი.

Niedereger გთავაზობთ შოკოლადის შიგთავსების სხვადასხვა სპექტრს მათ შორის არის: მარციპანი, ნუგა, პრალაინი.

Niederege ერთადერთი პრემიუმ მწარმოებელია, რომელიც იყენებს 100% იან მარციპანის პასტას, რომელიც ექსკლუზიურად მზადდება ლიუბეკის სათაო ქარხანაში, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტების გამოყენებით.

პროდუქციის ასორტიმენტში შეხვდებით ასევე, საშობაო, სააღდგომო და მთელი წლის ტკბილეულს, რომელიც რეგულარულად ახლდება ახალი იდეებითა და მიგნებებით.

მარციპანი სიყვარულით. 1806 წლიდან.

 

Chocolate Amatller-ის შესახებ

გაბრიელ ამატლერის მიერ 1797 წელს დაარსებულმა კომპანიამ მალევე მოიპოვა ბარსელონის საუკეთესო დაწესებულებების პატივისცემა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, Chocolate Amatller იყენებს მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს. მათ შორის უპირველესი, კი უმაღალესი ხარისხის კაკაოა.

გაბრიელ ამატლერმა, როგორც ხელოვნების დიდმა თაყვანისმცემელმა, იმ პერიოდის საუკეთესო მხატვრებთან ერთად იმუშავა, რათა შეექმნა სარეკლამო მასალა თავისი ბრენდისთვის. რამდენიმე მათგანის ავტორი იყო ალფონს მუხა და მისი ნამუშევრები დღემდე ამშვენებს Chocolate Amatller თანამედროვე შეფუთვას.

წლების განმავლობაში, Chocolate Amatller პოზიციონირებდა, როგორც მაღალი ხარისხის შოკოლადის მწარმოებელი ბრენდი და ამასთან ერთად გამოირჩეოდა თავისი ულამაზესი შეფუთვით. სწორედ ამიტომ ამ ბრენდს ხშირად სასაჩუქრე მიზნებისთვის იყენებენ.

პატარა სიამოვნება ბარსელონიდან, 1797 წლიდან.

Pastiglie Leone-ს შესახებ

1857 წელს, ალბაში პირველი საკონდიტროს გახსნის დღიდან, დღემდე, ლეონე წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს კონდიტერიაში, რომლის დნმ-შივეა, იტალიური გემოვნებისა და ესთეტიკის ნამდვილი არსი. რაც თავის მხრივ გულისხმობს უდარდელი და დახვეწილი სასიამოვნო მომენტებით ტკბობას. Leone საკონდიტრო სამყაროში წარმოადგენს სრულიად უნიკალურ პროდუქტს, წარმოებულს იტალიაში, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის ნამუშევრებით გასაოცარი არომატით და ამავე დროს, დახვეწილი დიზაინითა და ესთეტიკით. ლეონე, თავისი პროდუქციის დასამზადებლად, მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს არჩევს, როგორც იტალიიდან ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით: პიემონტის (რეგიონი იტალიის ჩრდილოეთით) IGP თხილი და სიცილიური ფისტა გაცილებით უკეთესად გამოხატავენ თავის გემოებსა და არომატებს, უმაღლესი ხარისხის კაკაოსთან, ცენტრალური ამერიკიდან, თანხვედრაში.

მადაგასკარიდან ვანილის კენკრაა წარმოშობით, აზიიდან კი ცეილონური დარიჩინი. Leone-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს პასტილებს, კევებს, ჟელეებს, კანფეტებსა და შოკოლადს. თვალისმომჭრელი და მოსახერხებელი შეფუთვის დამსახურებით ლეონეს ყველა პროდუქტი გარდა იმისა, რომ გემრიელია ასევე იდეალურია სასაჩუქრედ და სხვებისთვის გასაზიარებლადაც.

ლეონე, ტკბილეულის ოსტატები 1857 წლიდან