ნუში, ქლიავისებრთა ქვეოჯახის უძველესი სახეობა, მეცნიერული სახელწოდებით, prunus amygdalus, პირველად შემოვიდა თურქეთიდან, ავღანეთიდან და ირანიდან, სადაც იგი ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ მოჰყავდათ.
სწორედ ალექსანდრე მაკედონელმა ჩამოიტანა ნუში მისი აღმოსავლეთში მოგზაურობიდან, რის შემდეგაც თხილმა თავისით გაიკვლია გზა ევროპისკენ, საბერძნეთიდან.
ძველად, ნუშის ყვავილობა ახალი წლის დადგომის სიმბოლო იყო და სწორედ ყვავილობის სილამაზესა და პერიოდზე აქვს არაერთ მწერალსა და პოეტს სხვადასხვა ნამუშევრები მიძღვნილი. “ნუშის თვალები” კი ქალის სილამაზის აღმნიშვნელი გახდა.
ნუში ასევე გამოიყენებოდა გარდაცვლილების ბალზამირებისთვის. ნუშის ზეთის კვალი ნაპოვნია ტუტანხამონის სარკოფაგში. პრექრისტიანული ეპოქის მკურნალები კი ნუშს იმპოტენციისა და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ცნობილი ფილოსოფოსი და ექიმი, ავიცენა კი რეკომენდაციას უწევდა მას კანის დეფექტების, ლაქების, სისხლჩაქცვების, დამწვრობებისგან სამკურნალოდ.
ქალბატონებისთვის, ნუში არამხოლოდ ვიტამინების წყაროა, არამედ თითქმის უნივერსალური სილამზის საშუალება, რომელსაც დღეს ფართო გამოყენება აქვს კომეტიკისა და პარფიუმერიის სფეროში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნუშის ფასი თითქმის გაორმაგდა. რასაც ორი ძირითადი მიზეზის აქვს. პირველი არის ის, რომ ნუშის მსოფლიო წარმოების 80% -ზე მეტი კალიფორნიაში ხდება. ეს კი ქვეყნის სოფლის მეურნეობის საექსპორტო ბიზნესის ძირითადი წყაროა. პრობლემა გვალვების გახშირებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსავალს.
მეორე მიზეზი კი პროდუქტის მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა, რაც განპირობებულია განსაკუთრებით მდიდარი ბუნებრივი კომპონენტების არსებობით ნუშში. მათ შორის ის არის კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფორისა და კალიუმის წყარო. ასევე, თხილი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ტოკოფეროლს – ვიტამინ E-ს. ყველა ეს კომპონენტი შეიცავს ბევრ უჯერ ცხიმებს, ამინომჟავებსა და მინერალებს, რაც ძალიან სასარგებლოა გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემისთის. ნუში ასევე შეიცავს ბუნებრივს ფლავონოიდებს.
ბუნების ეს შესანიშნავი საჩუქარი ასევე ხელს უწყობს თქვენს ნერვულ სისტემას და ტვინის მუშაობას და შეუძლია თავიდან აიცილოს ისეთი დაავადება, როგორიცაა დემენცია. თუ ეს ჩამონათვალი მაინც არ არის საკმარისი, დადებითი ეფექტების სია კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ ძილის ხარისხის გაუმჯობესებით, სეზონური დეპრესიის რისკის შემცირებით, შაქრის დონის დარეგულირებით დიაბეტით დაავადებულებში და იმუნიტეტის ამაღლებით.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მოთხოვნა ნუშზე იზრდება და არაერთ ადამიანს შეაქვს იგი, კვების რაციონში. არა მხოლოდ რომელიმე დაავადების დამარცხების მიზნით, არამედ, ზოგადად ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.
სამწუხარო ისაა, რომ ღირებულება იზრდება, მაგრამ ნუშის გემო და გაზაფხულზე, მისი ყვავილობის მშვენიერება, კვლავ ფასდაუდებელ მოვლენად რჩება.
PS – ინგლისში, ნუში სიმდიდრის სიმბოლო იყო და ბევრი მას ჯიბით ატარებდა… იმ თვალსაზრისით, რომ არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოგადგეს.