ესპანელი ისტორიკოსი ოვიედო ვალდესი, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მიიჩნევდა, რომ შოკოლადის მოხმარება, მხოლოდ მდიდრებისა და დიდგვაროვნების პრივილეგია იყო. რადგან ისინი ფაქტობრივად სვამდნენ საკუთარ ფულს. ბევრ ქვეყანაში, კაკაოს მარცვლები ფულის ერთეულად გამოიყენებოდა. 100 მარცვალით კი შესაძლებელი იყო კარგი მონის ყიდვა.
შოკოლადი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა.თუმცა ახლა იგი მასობრივი წარმოების პროდუქტი გახდა, რომელიც შედარებით იაფია. ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რა შეიცვალა.
ნამდვილი შავი შოკოლადი, დაფქვილი კაკაოსა და ლერწმის შაქრისგან მზადდება. დღეს ტკბილეული ბაზარზე, შოკოლადის პროდუქტები ხშირად შეიცავს არაჯანსაღ დანამატებს. მაგალითად პალმის ხის ან ქოქოსის ზეთს. ცხიმების დამატებით კი მწარმოებელი ცდილობს საბოლოო პროდუქტის ღირებულების შემცირებას.
შოკოლადის ხარისხის შესამოწმებლად საუკეთესო გზა, შეიცავს თუ არა იგი დანამატებს, მისი დნობის პროცესზე დაკვირვებაა. ხელში მოთავსებისას შოკოლადი მალვე არ უნდა დნებოდეს, მხოლოდ 20 წამის შემდეგ უნდა დაიწყოს. ნატურალური კაკაოსგან დამზადებული ხარისხიანი შოკოლადი, 30 და მეტ გრადუსზე იწყებს დნობას.
ცხადია დანამატები გავლენას ახდენს შოკოლადის გემოზე. პროდუქტს, რომელიც შეიცავს ცხიმებსა და დამატკბობლებს, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვუწუდოთ ნამდვილი შოკოლადი.
იაფფასიანი შოკოლადის ზოგი მწარმოებელი გულწრფელად აღიარებს შეფუთვაზევე, რომ მათი პროდუქტი პალმის ხის ზეთისგან მზადდება. ამიტომ აუცილებლად ღირს შეფუთვებზე, შემადგენლობის შემოწმება. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები კი ნაკლებად გულახდილები არიან საკუთარი პროდუქციის შემადგნლეობის საკითხში. ამიტომ, როცა არ ხართ დარწმუნებული თუ რას ყიდულობთ და პროდუქციის ფასი საეჭვოდ დაბალია, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ შოკოლადი ნამდვილად დაბალი ხარისხისაა. ასევე შეხვდებოდით შოკოლადის ფილებს, რომლებიც რეალურად შეღებილ ცხიმებს წარმოადგენს და ფაქტიურად არაფერი არ უჯდება მწარმოებელს, სამაგირეოდ ძალიან დიდი რისკის შემცველია მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შოკოლადი ასეთი ძვირია, არის მოთხოვნა მიწოდების ლოგიკა. უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში კაკაოს მარცვლებზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას. ექსპერტების შეფასებით, ბოლო ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, დეფიციტი დაახლოებით 22,000 ტონა იყო, ამ ეტაპზე კი ზრდამ 70,000-ს ტონას მიაღწია. ეს, ტენდენცია სავარაუდოდ შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება.
მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი ასევე შემდეგ ფაქტორებში შეიძლება ვეძებოთ: კაკაოს პლანტაციების დაბერება; დაავადებული მცენარეები; პოლიტიკური არასტაბილურობა; და რა თქმა უნდა, პანდემია.
რომ შევაჯამოთ შოკოლადი იაფი არ და ვერ იქნება, მაგრამ საკმაოდ მარტივია მისი იდენტიფიცირება სხვა მასობრივად წარმოებულ დაბალი ხარისხის შოკოლადებს შორის. ამიტომ აირჩიეთ სანდო ბრენდი.