მოაზროვნე და თეოლოგი თომა აქვინელი ამბობდა, რომ მარციპანის მიღებით მარხვას არ ვარღვევთ. დიდი ბოკაჩო კი კავშირს ხედავდა მარციპანსა და მგზნებარე სიყვარულს შორის. ჰანს კრისტიან ანდერსენმა დაწერა, რომ სიკეთესა და მოწყალებას სწორედაც, რომ მარციპანის არომატი აქვს.
გამოდის, რომ იყო და არის რაღაც მიმზიდველი ამ თხილის მასაში, რადგან ერთმანეთისგან გასხვავებული ასეთი პიროვნებები არ იყვნენ გულგრილები მის მიმართ.
პირველ რიგში რათქმაუნდა, გემრიელია, ხოლო მეორე, ამ ნუგბარის ძირითადი ინგრიდიენტი ნუშია, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, მარციპანს იყენებდნენ, მწარე აბების დასატკბობად. ის ასევე ეხმარებოდა ადამიანებს გამოჯანმრთელებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა მარციპანის საჩუქრად მირთმევის ტრადიცია, იმისთვის, რომ სწარფი გამოჯანმრთელება ესურვათ ავადმყოფისთვის.
მარციპანის დამზადების რეცეპტი მარტივია – ნუშის ფქვილი და შაქრის სიროფი. არსებობს სხვადასხვა რეცეპტი სადაც ნუში სხვადასხვა თხილით არის ჩანაცვლებული, შაქრის სიროფი კი, თაფლით და სხვა დანამატებით. კლასიკური მარციპანი კი თხილის და შაქრის საერთო მასაა და მცირედი ჯადოქრობა, რომელსაც ტოპ მწარმოებლები, საიდუმლოდ ინახავენ.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ საიდუმლო სწორედაც ნუშისა და შაქრის პროპორციებშია, თანაფარდობით: ნუში/შაქარი 70/30ზე. მაგრამ, არსებობს ასევე მცირე დეტალი. თხილის პასტა მზადდება ტკბილი ნუშისგან, რომელსაც საჭმელში მოიხმარენ. მწარე (ან ველური) ნუში კი შეიცავს უამრავ გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც კუჭში ფერმენტაციის დროს წამოქმნის სინილინის მჟავას. ეს უკანასკნელი კი საფრთხის შემცველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მეორე მხრივ სწორედ ამიგდალინი სძენს ნუშს მდიდარ და მძაფრ ნუშისებრ არომატს, რომელიც ტკბილ ნუშს აკლია. სწორედ ამიტომ, ცოტა მწარე და ასობით ტკბილი ნუშის შერევით, ლუბეკის მზარეულებმა მიაღწიეს მკვეთრ გემოსა და ხარისხიანი მარციპანის არომატს.
მაგრამ რა მოსდის სინილინის მჟავას, იკითხავთ თქვენ. სანამ მწარე ნუში პასტაში მოხვდება, ის გადის თერმულ დამუშავებას, შეწვის, მოხალვის, დუღილის და გამოცხობის სახით, რაც ანეიტრალებს ამიგდალინს და ხელს უშლის სინილინის მჟავის წარმოქმნას.
ლიუბეკის მარციპანი დღემდე ერთ ერთ ყველაზე მაღალი ხარისხსის მარციპანად ითვლება თუმცა საქმე მხოლოდ მწარე ნუშში არ არის. საქმე იმაშია, რომ მწარმოებლები იყენებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს და სკურპულოზულად მისდევენ დამზადების ტექნოლოგიებს უკვე საუკუნეზე მეტია, ყოველგვარი გადახვევის გარეშე თავიდანვე დაწესებული მაღალი სტანდარტებისგან.
ვის და როდის მოუვიდა პირველად ნუშის პასტის დამზადების იდეა და მისი სიროფთან შერევა, ახლა ძნელი სათქმელია. თუმცა არაერთი ვერსიიდან შეიძლება გამოიყოს ორი – ევროპული და აღმოსავლური.
პირველის თანახმად – ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში (დღემდე კამათობენ კონკრეტულად, რომელ ერთში:საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი თუ საფრანგეთი) ხორბლის მოსავალი ერთ ერთ წელს არ მოვიდა და პურის გამოცხობა შეუძლებელი გახდა. ერთ ერთ ჭკვიან ადამიანს გაუჩნდა იდეა ნუში ფქვილად ექცია და მიღებული მასისგან პური გამოეცხო. იდეამ შესანიშნავად იმუშავა. შემდეგ კი კიდევ უფრო ნოვატორმა ადამინმა გადაწყვიტა ეს მასა დაეტკბო და გამოვიდა კიდევ უფრო უკეთესი, ტკბილი ნუშის პური.
აღმოსავლური თეორიის მიხედვით, კი მარციპანი ჩვენთან, ჩინეთიდან სპარსეთის გავლით შემოვიდა, ჯვაროსნების მიერ შეგროვებულ ბევრ სხვა ეგზოტიკურ მიღწევასთან ერთად. თუმცა ამის მიუხედევად, ძველ ბერძნულ წყაროებში თაფლით დამზადებულ მარციპანზე, ჯვაროსნების ლაშქრობებზე მრავალი საუკუნით ადრე წერენ.
სწორედ აღმოსავლური ვერსიის მიმდევრები, ასევე გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ რომ მარციპანი ევროპაში, არაბების მიერ იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის პერიოდიოში ჩნდება.
ამბობენ, რომ არაბულ ქვეყნებში, მარციპანს, განწყობის ასამაღლებელ წამლად იყენებდნენ, რომელიც აძლიერებლდა სიხცოცხლისუნარიანობას, აუმჯობესებდა სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესს და ხელს უწყობდა დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას.
ასევე არსებობს მარციპანის სახელწოდების წარმოშობის რამოდენიმე ვერსია. მაგრამ ყველაზე ლამაზად, როგორც ჩანს, ითვლება მარციპანის ლათინური martuis panis (მარტის პური) დასახელება. ეს სახელი კი კარგად ეხმიანება, მარციპანის პირველადი მომზადების ვერსიას, რომელიც ხორბლის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნა.
შეგილიათ შეარჩიოთ ის ვერსია, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია შეარჩიოთ სწორი მარციპანი. დღეს ტკბილეულის ბაზარზე უმარავი მარციპანია, რომელიც სხვადასხვა იაფფასიანი დანამატებითა და საღებავებით არის მიღებული და საბოლოო ჯამში მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის ამ პროდუქტზე.
მაგრამ ერთხელ მაინც თუ დააგემოვნებთ ნამდვილ მარციპანს, მიხვდებით, თუ რატომ ითველობოდა ის მრავალი წლის განმავლობაში არისტოკრატეების უსაყვარლეს ტკბილ ფუფუნებად.