მსოფლიოში ერთ ერთი უძველესი და დღემდე შემორჩენილი სოციალური დაწესებულება, გერმანიის ქალაქ ლუბეკში მდებარეობს. ეს გახლავთ სულიწმინდის სახელობის საავადმყოფო, რომელიც მე-13 საუკუნის დასაწყისში შეძლებულმა ვაჭრებმა ააშენეს, დაავადებულებისა და უსახლკარეობის მკურნალობისა და თავშესაფრით უზრნველყოფის მიზნით.

ლეგენდის თანახმად სწორედ აქ დაიწყეს ნუშის ფქვილისა და შაქრისგან უპოვართათვის ნამცხვრების გამოცხობა.

ძნელია იმის მტკიცება, სწორია თუ არა ლეგენდა, მაგრამ რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია არის ის, რომ მე-18, მე-19 საუკუნეებში ლუბეკში უკვე 135 მდე მარციპანის მწარმოებელი დაწესებულება არსებობდა.

ევროპის დანარჩენ ნაწილში, მარციპანი უფრო მეტი შაქრითა და შედარებით ნაკლები ნუშით მზადდებოდა. მიზეზი კი ის იყო, რომ აქ ნუში ძირითადად აღმოსავლეთიდან შემოდიოდა, როგორც წესი, მცირე რაოდენობებით და არასოდეს იყო საკმარისი ნუშის პასტის  წარმოებისთვის.

ლუბეკი იმ დროისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო ჰაბს წარმოადგენდა, რაც თავისმხრივ უმარტივებდა ქალაქს, ჰქონოდა შეუფერხებელი და სტაბილური წვდომა ნუშზე. ამიტომაც გახდა ამ ქალაქში, მარციპანის სწორი დოზირებით (მეტი ნუში, ნაკლები შაქარი) დამზადება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის, რომ დღემდე, ლუბეკი, ხარისხიანი მარციპანის მთავარ ადგილადაა მიჩნეული. სახელწოდებას კი ‘Lübecker Marzipan’ (ლუბეკური მარციპანი) ევროკავშირმა, დაცული გეოგრაფიული იდენტიფიკაციის სტატუსი მიანიჭა.

მანამ სანამ ნუშის პასტის არანაკლებ 70%ს შეადგენს ნუში და არაუმეტეს 30%ისა შაქარს, შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ასეთ პასტას, ლუბეკური მარციპანი.

ლუბეკის თანამოდროვე წარმოების დამკვიდრებაში წამყვანი როლი იოჰან გეორგ ნიდერეგეს შეიძლება მივაკუთნოთ, რომელიც ქალაქში, ცნობილი კულინარიული ექსპერტი იყო და სწორედ მან გახსნა პირველი მაღაზია 1806 წელს. მისი გარდაცვალებიდან 50 წლის თავზე, პროდუქტები, რომელსაც ის ქმნიდა უკვე ლეგენდარულად ითვლებოდა და რუსულ და ევროპულ სამეფო კარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

დღეისათვის Niederegger-ი კვლავინდებურად ინარჩუნებს ოჯახური ბიზნესის სტატუსს, თუმცა დღიურად 300 ტონამდე ნუშის პასტის წარმოებით კომპანია მსოფლიოს თითოეულ კონტინენტს 300 ზე მეტი დასახელების ტკბილეულით ამარაგებს.

Niederegger-ს კომპანია პირველი იყო, რომელმაც გადაწყვიტა მარციპანის შავ შოკოლადში ამოვლება რითაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი გემოს მახასიათებლებს და მარციპანი უკეთესად წარმოაჩინა.

იკითხავთ რა არის Niederegger-ს 200 წლიანი უპირატესობის საიდუმლო. პირველრიგში ეჭვგარეშეა, რომ ეს მისი გემოა დაფუძნებული უმაღლესი ხარისხის ნუშზე და მისგან მიღებულ პასტაზე. მეორე ინგრედიენტი კი შაქარია, რომელიც მისი ძირითადი როლის გარდა, ასევე მარციპანის პასტის შენახვის ფუნქციით სარგებლობს. კომპანიის მიერ დღემდე შემორჩენილი რეცეპტი კი გვარწმუნებს, ინგრედიენტების სწორი დოზირების აუცილებლობაში. გემრიელი და ნამდვილი მარციპანის პასტის მისაღებად, შაქრის მინიმალური რაოდენობაა საჭირო. რაც საბოლოოდ უფრო ჯსნსაღი და გემრიელი მასის მიღებაში გვეხმარება.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ გერმანული ხარისხის სტანდარტი ტექნოლოგიებში, ტრადიციისა და თანამოდროვეობის გონივრული კომბინაცია.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, პროდუქტები ძალიან ლამაზად და გამორჩელუალდ არის შეფუთული. კომპანია მომხმარებელს  ასევე სხვადასხვა დღესასწაულებისთვის შექმნილ სეზონურ ხაზებს სთავაზობს, როგორიცაა: შობა, ახალი წელი, აღდგომა. გემოვნებიანი დიზაინი კი Niederegger-ს საუკეთესო საჩუქრად აქცევს, როგორც მეგობრებისა და ოჯახისთვის ასევე პირადად თქვენთვის.

ნიდერეგეს ერთ ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელი, ლუბეკში დაბადებული, მწერალი თომას მანი გახლდათ. ის საკუთარ თავს მარციპანზე დამოკიდებულად თვლიდა და მას “ჩვენი მუცლის ფუფუნების საგნად” მიიჩნდევდა. მის ამ გატაცებას დღეს მილიონობისთ ტურისტი იზიარებს, როცა Niederegger-ს ბუტიკსა და კაფეს ჩაუვლის გვერდს.

ვითარდება და ყვავის როგორც კომპანია, ასევე ქალაქი. შესაძლებელია, სწორედ მარციპანშია როგორც კომპანიის ასევე მთლიანად ქალაქის წარმატების საიდუმლო.

ან შესაძლებელია ქალაქს იმიტომ გაუმართლა, რომ ჯერ კიდევ 1932 წელს უარი თქვა ჩაბმულიყო ჰიტლერის კამპანიაში. რამაც მართალია, მსოფლიო ვერ იხსნა ფაშისმისგან თუმცა ლუბეკს ძალიან დიდი პატივი დასდო.

ან სულაც შეიძლება სული წმინდაში და მის მფარველობაში იყოს საქმე, სწორედ იმ კეთილი საქმეებისთვის, რომელიც ადგილობრივებს ჩაუდენიათ გაჭირვებულთა და უპოვართა მიმართ.

დააგემოვნეთ მარციპანი და თქვენითვე გადაწყვიტეთ. მაგრამ დარწმუნდით, რომ საუკეთესოს აგემოვნებთ და არასოდეს დაზოგოთ ხარისხზე.