რამდენი ხანი სჭირდება ჩაის დაყენება? უნდა დავუმატოთ თუ არა რძე? დასაყენებელი ჩაი ჯობია თუ ეგრედ წოდებული ჩაის პაკეტები? მსგავსი კითხვების დასმის შედეგად გარკვეული სახის ჭეშმარიტებამდე მივდივართ, რადგან უამრავი მოსაზრება არსებობს ჩაის მომზადების თაობაზე. Brew Tea Company-ის გუნდი მზად არის ნათელი მოჰფინოს ამ საკითხებს და ნაბიჯ ნაბიჯ აგვიხსნას ჩაის მომზადების სწორი ტექნიკა. მაშ ასე, გთავაზობთ დასურათებულ ინსტრუქციას.

ნაბიჯი1. ჩაის ფოთლების ზომა: დახვეული, მთლიანი ფოთლები.

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით, ჩაის ფოთლებით. აუცილებლად მიაქცეით ყურადღება ჩაის ფოთლების ზომას, ის უნდა იყოს მთლიანი და დახვეული, რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია. განსხვავებით ჩაის „პაკეტებისგან“ სადაც უმეტესად დანაწევრებული ფოთლებია და მტვერი, ის უფრო გემრიელია, მდიდარი, რბილი და არ კარგავს თავის ბუნებრივ ზეთებს.

თქვენს ფინჯანში მოხვედრილი ჩაის გემო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩაის გაზრდის პირობები, წარმოება და დაყენება. დახვეული მთლიანი ფოთლები (იგივე ორთოდოქსული) ჩაისთან გაცნობის საუკეთესო დასაწყისია. ჩვენი ჩაის ფოთლები ხელით არის დაკრეფილი და გამორიცხავს, მტვრისა და ჩაის ღეროების მოხვედრას თქვენს ფინჯანში. შედეგად შეგიძლიათ დატკბეთ მთლიანი ფოთლების ხანგრძლივი გემოებითა და არომატით.

ნაბიჯი 2. სწორი პროპორციის დაცვა უმნიშვნელოვანესია.

საუკეთესო ფინჯანი ჩაისთვის აუცილებელია ჩაის ფოთლებისა და წყლის ოქროს პროპორციის პოვნა. ერთ ერთ მიგნებად კი ითვლება ყოველ 5 გრ ჩაიზე 400 მლ წყალი. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდულურ გემოვნებაზე დადის. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი გემო ქონდეს თქვენს ჩაის დაამატეთ კიდევ რამდენიმე ფოთოლი, ზემოთ მოცემულ დოზებს. თუ პირიქით უპირატესოაბს მსუბუქ ჩაის ანიჭებთ, მაშინ შეგიძლიათ შეამციროთ ფოთლები. როგორც უკვე მოგახსენეთ, უგემრიელესი ჩაის საიდუმლო სწორ პროპორციებშია, ამიტომ სცადეთ რამდენიმე კონფიგურაცია, ითამაშეთ დოზებით და აუცილებლად მიაგნებთ თქვენს სასურველ ოქროს პროპორციას.

თუკი თქვენ უპირატესობას ჩაის „პაკეტებს“ ანიჭებთ მაშინ სტანდარტულად 300 მლ წყალია მიჩნეული სწორ პროპორციად. ჩაის რაოდენობა ჩვენს „პაკეტებში’ სხვადასხვაა სახეობების მიხედვით, ისე რომ წყალთან შერევისას ფოთლების გემოვნური თვისებები ხანგრძლივად შენარჩუნდეს. გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ პროპორცია.

ნაბიჯი 3. ტემპერატურა მნიშვნელოვანია.

შავი ჩაისთვის, როგორიც ინგლიშ ბრექფასთი და ერლ გრეია, გამოიყენეთ 100გრადუსი ტემპერატურის ადუღებული წყალი ჩაიდნიდან. აღნიშნული ტემპერატურის წყალი ეხმარება ფოთლებს მარტივად გაიშალოს მისი გემო და არომატები, სხვა შემთხევვაში, ნაკლები ტემპერატურის წყალი კი მდორე და უგემურ ჩაის მოგვცემ ჩვენს ფინჯანში.

გაითვალისწინეთ, რომ ტემპერატურა სხვანაირად მუშაობს სხვადასხვა სახეობის ჩაიში. ოდესმე გაგისინჯავთ მწვანე ჩაი და გიფიქრიათ, რომ სიმწარე დაკრავს? აქვე აგიხსნით, რატომ. მწვანე ჩაის ფოთლები განსხვავებით შავი ჩაისგან უფრო ნაზი და დელიკატურია, შესაბამისად ზედმეტად ცხელ წყალში მოხვედრისას ის კარგავს ამ თვისებებს. გამოიყენეთ 85გრადუსიანი წყალი, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ფოთლების სიმწარე და რბილი სითხე მიიღოთ თქვენს ფინჯანში.

სიმარტივისთვის, გთავაზობთ შემდეგ ტექინკას. პირველ რიგში, ჩაიდანში დაახლოებით ¼ ცივი წყალი ჩაასხით და შემდეგ დაამატეთ ადუღებული ცხელი წყალი. სხვაობას თქვენ თვითონ იგრძნობთ.

ნაბიჯი 4. დააყენეთ 3-5 წუთ.

ჩაის დაყენება, ისეთი სიტყვათა შეთანხმებაა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის სინამდვლეში მისი უშეცდომო მეთოდი. ხშირად ჩაის ფოთლებს საშუალოდ 20 წამით აჩერებენ წყალში, რაც ფაქტიურად დაცინვად შეიძლება ჩაითვალოს ხარისხიანი ჩაის მიმართ.

ჩაის დაყენების პროცესი თავის მხრივ გულისხმობს ფოთლების მიერ წყლის შეწოვას რის შედეგადაც ჩაი ათავისუფლებს თავის გემოებს და არომატებს. კარგი გემოს მისაღებად კი ეს პროცესი დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ჩაის მტვრით გავსებული ჩაის პაკეტების მწარმოებლები ტანინზე ორიენტირებულები არიან. ტანინიან მტვირან ფოთლებს 20 წამიც არ დასჭირდება მძაფრი და მწარე გემოს გამოსაყოფად, რასაც ჩვენ ჩაის გემოდ მივიჩნევთ. სინამდვილეში კი გემო სულ სხვა რაიმეში იმალება, ამიტომ მოდით შევცვალოთ ეს მიდგომა. ჩვენი დახვეული და მთლიანი ფოთლები წყალში 3 წუთი გააჩერეთ, თუკი უფრო ძლიერი ჩაი გიყვართ მაშინ 5 წუთიც დაელოდეთ. გვენდეთ, ნამდვილად ღირს ლოდინად!

უფრო გემრიელი ჩაის მისაღებად უკეთესია ისეთი ჩაიდნის გამოყენება, რომელსაც ჩაის დასაყენებელი განყოფილება აქვს ქვემოთ და არა პატარა კალათებიანი ჩაიდნები. ეს იმისთვის, რომ ფოთლებს მეტი სივრცე ქონდეს წყლის შესაწოვად და გასაშლელად. შედეგი კი უფრო გემრიელი ფინჯანი ჩაია.

თუკი თქვენ კარგი ხარისხსი ჩაის „პაკეტს“ იყენებთ, ფინჯანშივე ჩაასხით წყალი და გააჩერეთ 3-5 წუთი. ამის შემდეგ ამოიღეთ პაკეტი და თუკი გიყვართ, დაამატეთ რძე. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ რძე, ჩაის დაყენების პროცესში ყოველთვის ბოლო ნაბიჯია, იმისთვის, რომ ზემოთ განხილული სასურველი ტემპერატურა არ შეგვიცვალოს.

ნაბიჯი 5. სურვილისამებრ დაამატეთ რძე და შაქარი.

უკვე დაყენებული ჩაი გადმოისხით თქვენს ფინჯანში და დაამატეთ რასაც ისურვებთ.

ჩვენ პირველ რიგში შავ ჩაის ვუწევთ რეკომენდაციას, იმისთვის, რომ ჩაის ინდივიდუალური ნოტები შეიგრძნოთ. მას შემდეგ რაც მიხვდებით რა მოგწონთ, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ დანამატებს, მათ შორის, რძე, შაქარი, ლიმონი.

მაგალითისთვის ინგლიშ ბრექფასთს ძალიან უხდება რძე, აი ჩაის(Chai),  კი თაფლი. დარჯელინგისთვის ზედ გამოჭრილია ლიმონი.

გაგვიზიარეთ თქვენი სასურველი დანამატები, როგორ გიყვართ ჩაის მიღება info@sweetbar.ge-ს მეშვეობით.

სინამდვილეში, რა ფერის უნდა იყოს
ჩაი?

ჩაის ფერი რათქმაუნდა სახეობაზეა დამოკიდებული. ინგლიშ ბრექფასთი, მაგალითად ლალისფერი წითელი უნდა იყოს. დარჯელინგი, ღია ჩალისფერი და მწვანე ჩაი, თვითონ დასახელება გვეუბნება. ეძებეთ, მთლიანი ფოთები და სწორი ინგრედიებტები, გააჩერეთ ჩაი 3 წუთით მაინც და მიიღებთ სწორ ფერს. მტვრიანი ჩაის „პაკეტების“ დაყენების შედეგად უფრო ამღვრეულ მუქ სითხეს ვიღებთ. ნამდვილად კარგი ჩაისგან კი უფრო მკრთალი და გაწმენდილი სითხეა. არ იფიქროთ, რომ მკრთალი სითხე მაინც და მაინც მსუბუქ (ნაკლებად ძლიერს) ჩაის გულისხმობს. სწორი მომზადების შედეგად, მას ნამდვილად შეუნარჩუნდება ყველა გემოვნური თვისება.

დავამატოთ თუ არა რძე ჩაიში?

თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მტვრიანი პაკეტები, გაჯერებულია ტანინით და თავისთავად მეტი სიმწარე აქვს. ამ შემთხვევაში, რძე ნამდვილად კარგ სამსახურს უწევს ასეთ ჩაის, ის უფრო არბილებს და ანეიტრალებს სიმწარეს. მთლიანი ფოთლების გამოყენების შემთხვევაში, კი რძის საჭიროება აღარ არის, არ დაგჭირდებათ არაფრის განეიტრალება, რადგან ბალანსი უკვე დაცულია. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ თუ მოგწონთ რძიანი ჩაი, მაშინ შეგიძლიათ თავისუფლად დაამატოთ.

როგორ მოვამზადოთ ჩაი, ეს ის კითხვაა, რომელიც ათასწლეულებია განიხილება. ორუელიც კი აღნიშნავდა, რომ ეს დავის საგანია. ჩვენ კვლავ იმავე ადგილას ვართ, ისევ ვდაობთ, თუმცა სწორად შერჩეული ფოთლები, სწორი პროპორცია, დაყენების დრო და ტემპერატურა აუცილებლად მოგვცემს სასურველ გემოს.

ჩვენ ჩაის მოყვარულების უკეთესს სტანდარტებს ვიცავთ, საუკეთესო ფინჯანი ჩაის მომზადება, ჩვენთვის იმ ჩაი მომზადებაა, რომლის დალევაც თქვენ გიყვართ.