ჩვენთვის ყველასთვის, ცხელი შოკოლადის ფილა (კატალონიურად-‘xocolata a la pedra’) ასოცირდება მომენტთან, როცა მივირთმევთ ცხელი შოკოლადის ფინჯანს ნაჭერ პურთან ან ნამცხვართან. მაგარამ რა არის ამ გამოთქმის “xocolata a la pedra”-ს უკან? სინამდვილეში, ეს სახელი უკავშირდება წარმოების უძველეს პროცესს, როცა კაკაოს მარცვლები იფშვნებოდა ქვაზე. დღეს წარმოების პროცესი სრულიად განსხვავებულია, თუმცა სახელი საგანგაებოდ იქნა შენარჩუნებული, ტერმინის წარმოშობის გადმოსაცემად.
Chocolate Amatller- მა შექმნა საკუთარი “xocolata a la pedra”-ს ტრადიციული გემო რომელსაც ინდივიდუალიზმის გამოსაკვეთად, დაამატა რამდენიმე არომატული შტრიხი. დღეს Chocolate Amatller-ი აწარმოებს ორი სახის სასმელ შოკოლადს, 45% იანი კაკაოს შემცველობით და დარიჩინის დანამატით და ასევე 60% იანი კაკაოს შემცველობით და ვანილის დანამატით.
სწორად დასამზადებლად, საჭიროა მივყვეთ მარტივ წესს:
გაათბეთ 100 მლ წყალი, ცხოველური ან მცენარეული რძე, როცა ყველაფერი გაცხელდება, დაამატეთ 50 გრ (ორი ნატეხი) შოკოლადი და მოურიეთ.
აადუღეთ და გააგრძელეთ მორევა, იქამდე სანამ არ მიიღებთ მასის სასურველ ტექსტურას. შოკოლადის ფილა შეიცავს სიმინდის სახამებელს* და სწორედ ამიტომ საჭიროა მისი მოდუღება, რომ შესქელებამდე და სასურველ ტექსტურამდე მივიყვანოთ.
თუ მეტ წყალს ან რძეს დავუმატებთ, უფრო თხევად მასას მივიღებთ.
მეტი შოკოლადის დამატებით კი უფრო გავასქელებთ მას.
თუმცა რაც არ უნდა გააკეთოთ, აუცილებლად მიიღებთ მადის აღმძვრელ, არომატულ ცხელ შოკოლადს.
* სიმინდის სახამებელი 100% ბუნებრივი საკვები დანამატია. იგი მიიღება სიმინდის სათანადო დაფქვით. სიმინდის სახამებელი შეიცავს PP ვიტამინს, აგრეთვე ისეთ მაკრო და მიკროელემენტებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი.