შოკოლადის, როგორ საყოველთაოდ საყვარელი პროდუქტის შესახებ მსოფლიო მასშტაბით, დარწმუნებულები ვართ, არაერთხელ გსმენიათ. 

მაგრამ სინამდვილეში რა არის რაც ასე ძალიან გვიზიდავს მასში, რატომ არის, რომ ზოგჯერ დამოკიდებულებიც ვხდებით მასზე? 

ამ სტატიაში შევეცდებით, თქვენთან ერთად მივაგნოთ ჭეშმარიტებას.

სინამდვილეში, ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა რთულია, რადგან საქმე უნიკალურ კომბინაციაში ყოფილა, რომელსაც შოკოლადის ქიმიური შემადგენლობა, ჩვენი ნეიროების საპასუხო იმპულსები  და ზოგადი ფსიქოლოგიური განწყობა ქმნის.

შოკოლადის ქიმიური შემადგენლობა

შოკოლადი კომპლექსური საკვებია, რომელიც ასობით ქიმიური ნაერთისგან შედგება, რომელთაგან უმეტესობა უნიკალურ ურთიერთქმედებებშია ჩვენს ორგანიზმთან.
ეს ნაერთებია: 

თეობრომინი (ღმერთების საკვები) ეს ნაერთი, კაკაოში, მთავარი სტიმულატორის როლს თამაშობს.

კოფეინისგან განსხვავებით, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვნად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თეობრომინი მსუბუქი მასტიმულიერებელი ალტერნატივაა რომელიც  ადუნებს კუნთებს, აფართოებს სისხლძარღვებს და ზომიერად ზრდის გულის რიტმს.

ფენილეთილამინი (PEA): ცნობილი, როგორც “სიყვარულის მოლეკულა”, ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანად აუმჯობესებს ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას, რაც აისახება ასევე გაუმჯობესებულ ენერგიულ და ემოციურ მდგომარეობაზე.  

ფლავანოლები: ბუნების ანტიოქსიდანტები, რომლებიც ზრუნავენ გულ სისხლ ძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაზე და ორგანიზმში ანთებითი პროცესების აღმოფხვრაზე. 

შოკოლადის მოქმედება ტვინზე

დოფამინი, ენფროფინები, სეროტონი და კანაბინოიდის მსგავსი ნაერთები, თქვენთვისაც, ისევე როგორც ჩემთვის, ამ სიტყვების კომბინაციას, სიამოვნებასთან, ბედნიერების ჰორმონებთან და კმაყოფილების შეგრძნებებთან მივყავართ. 

საქმე კი იმაშია, რომ შოკოლადის მირთმევის პროცესში, ჩვენს ტვინში ნევროლოგიური რეაქციების ჯაჭვი აქტიურდება, რომელიც იწყებს ზემოთ ჩამოთვლილი ნაერთების გამოყოფას.

რაც საბოლოოდ გვიმცირებს სტრეეს, გვიუმჯობესებს გაწყობას, გვადუნებს და სიმშვიდისა ეიფორიის განცდას გვანიჭებს.

შოკოლადის სენსორული მიმზიდველობა

შოკოლადის ქიმიურ და მოლეკულური ანალიზის შემდეგ არ უნდა დაგვავიწყეს, რომ  მის მიმართ სიყვარულში უდიდიდეს როლს სწორედ მისი გემო, ტექსტურა და არომატი თამაშობს. 

გემო:დარწმუნებული ვარ განგიცდიათ შოკოლადის ჩაკბეჩასთან ერთად ტკბილი, მწარე, მჟავე და ზოგჯერ მარილიანი ნოტების ერთდროულად თავს დატყდომა.

ეს კი სწორედ ის შიდა ფენებია, რომლებიც შოკოლადს ასეთ მიმზიდველს ქმნის მისი პირველი დაგემოვნებიდან.

აღნიშნული ფენები კი კაკაოს მარცვლის მოწყვეტის მომენტიდან, თქვენს ხელში აღმოჩენამდე გავლილი პროცესის შედეგია. 

ტექსტურა: სწორედ კაკაოს ცხიმის დამსახურებაა შოკოლადის გლუვი, დნობადი ტექსტურა, რომელიც ასეთ მიმზიდველს ხდის მას და ახანგრძლივებს ჭამისას განცდილ სიამოვნებას.

არომატი: შოკოლადის არომატიც, ისევე როგორც გემო, მოიცავს მრავალფეროვან ნოტებს, რომელთა ინტენსივობა დამოკიდებულია კაკაოს კონცენტრაციასა და დამუშავების პროცესზე.

იგი შეიცავს 600-ზე მეტ ვოლატიურ ნაერთს (volatile compounds), რაც ხელს უწყობს მის მდიდარ და მიმზიდველ არომატს.

ყველა ზემოთ ჩამოთვილი, ეხება მაღალი ხარისხის შოკოლადს, რომელსაც კაკაოს მაღალი შემცველობა აქვს. იმას, თუ როგორ გავარჩიოთ მაღალი ხარისხის შოკოლადი დაბახლი ხარისხისგან, მომდევნო სტატიებში, დეტალურად გაგაცნობთ.

ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორები

მთელ ამ ამბავში არ უნდა დაგვავიწყეს ემოციური ასოციაციები და ბავშვობის მოგონებები, რომლიც შოკოლადთან გვაკვაშვირებს.

აბა ვის გაუგია დღესასწაული, დაბადების დღე, ზეიმი ან ნებისმიერი განსაკუთრებული საზეიმო ვითარება შოკოლადის გარეშე?

ბაშვობის მოგონებები და ემოციური ასოციაცებია, რაც უხილავი ძაფებით გვაკავშირებს შოკოლადთან.

თანამედროვე ბრენდების მარკეტინგულმა კამპანიებმა, კი კიდევ უფრო გაგვიმყარა შოკოლადთან დაკავშირებული დადებითი ასოციაციები.

ნებისმიერი, ბილბორდიდან, პოსტერიდან, სარეკლამო რგოლიდან, მოგვიწოდებენ, რომ მივანიჭოთ საკუთარ თავებს ან ჩვენს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებისა და ყოველდღიური ტკბობის შეგრძნებები.

და მაინც, იწვევს თუ არა შოკოლადი დამოკიდებულებას?

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ტექნიკურად დამოკიდებულებას არ იწვევს, მან შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი ‘ლტოლვა’, რომელიც ხშირად დამოკიდებულებაში ერევათ. 

განსხვავება კი ისაა, რომ დამოკიდებულება უფრო ქცევითი და ფიზიკური ცვლილებების გამოვლინებაა. 

შოკოლადი კი ძირითადად ფსიქოლოგიურ ლტოლვას, სიამოვნებასა და კომფორტს განაპირობებს, რომელის მიღებაც არ იწვევს მძიმე ფიზიკურ უკუჩვენებებს, შეწყვეტის შემთხვევაში

დასკვნა

ჩვენი სიყვარული შოკოლადის მიმართ მეცნიერებისა და ემოციების უნიკალური  შერწყმაა. 

ეს ქიმიური ფოიერვერკი ისე ურთიერთმქდებს ჩვენს ტვინთან, რომ გამოიწვიოს ბედნიერებისა და დაკმაყოფილების შეგრძნებები, ხოლო მისი სენსორული თვისებები და კულტურული მნიშვნელობა ამყარებს ჩვენს უპირობო მიჯაჭვულობას. 

შავი, რძიანი ან თეთრი შოკოლადისადმი სიყვარული გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გასტრონომიული გამოცდილება — ეს არის მოგზაურობა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ საწყისებში. 

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა შოკოლადს დააგემოვნებთ, დააფასეთ არა მხოლოდ მისი გემო, არამედ მეცნიერება, რომელიც მას ასე შეუქცევადად მიმზიდველს ხდის.